მოზარდის მცდელობას, გაენადგურებინა სასკოლო სახელმძღვანელოები, ხელის მტევანი შეეწირა

 

მოსკოვში 14 წლის მოსწავლის სურვილს,  სასკოლო სახელმძღვანელოები გაენადგურებინა, საკუთარი ხელის მტევანი შეეწირა.  როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბინაში, სადაც მოზარდი ცხოვრობდა აფეთქების ხმა გაისმა. შემთხვევის ადგილას მისულ მეზობლებს საშინელი სურათი დახვდათ.  საქმე იმაშია, რომ სკოლასა და სწავლაზე განაწყენებულმა მოზარდმა სახელმძღვანელოების დაწვა გადაწყვიტა, ამისთვის მან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების  საშუალება  ინტერნეტში მოიძია. როდესაც საჭირო კომპონენტებს ერთმანეთში აზავებდა,  აფეთქება მოხდა და უიღბლო ექსპერიმენტმა ბავშვის ხელის მტევანი შეიწირა.  მძიმედ დაჭრილი მოზარდი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.