“მემარცხენე ალიანსმა” ცესკოში დასარეგისტრირებლად 28 ათასამდე ხელმოწერა შეიტანა

“მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ თანაგუნდელებთან ერთად დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მოსაპოვებლად რეგისტრაციისათვის 28 ათასამდე ხელმოწერა შეიტანა.

„პარტია „მემარცხენე ალიანსის“ სამდივნოს სახელით მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს აქტივისტსა და მხარდამჭერს, რომლებმაც შეაგროვეს 28 ათასამდე ხელმოწერა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაციისათვის, ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც თავიანთი ხელმოწერებით მხარი დაგვიჭირეს.

პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „მემარცხენე ალიანსი“ პირდება ხალხს, რომ ცხოვრებაში გაატარებს დიდი ილიას დევიზს: „ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“, რაც დღეს პარტიის ლოზუნგია“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ.

კომენტარის დატოვება