ბათუმში ჩამოსულ ტურისტებს სანაპირო ზოლი გადათხრილი დახვდათ

ბათუმი ტურისტულ სეზონს მოუწესრიგებელი შეხვდა. სანაპიროზე საშხაპეები დაამატეს, რის გამოც თავად ანაპირო ზოლი გადათხარეს და შემდეგ გზის გასწორება აზრადაც არავის მოსვლია.

როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, ბათუმში  ჩამოსულ ტურისტებს სანაპირო ზოლი გადათხრილი დახვდათ. ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობამ და ამინდმა ტურისტებს დისკომპორტი შეუქმნა, კაფეები ცარიელია, ზოგიერთი ჯიხური დახურულია. ბათუმში საკმაოდ გრილა.