“ყველა უჯრედით ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს !..

   პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ კომპეტენტური და გამოცდილი ახალი სახეები წარადგინა და „ოცნების“ გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.

-„ის სპეკულაციები, რაც მოყვა ახალი სახეების წარდგენას, რომ თურმე გამოცდილება პარლამენტში არ უნდა მიიღონ ადამიანებმა, მინდა ვთქვა, რომ ისინი  ძალიან გამოცდილები არიან. მე მგონი ძალიან ეტკინათ ჩვენ ოპონენტებს ის, რომ ჩვენ ასეთი კვალიფიციური ადამიანები წარვადგინეთ განახლებულ გუნდში.

ყველაფერი კარგად იქნება, ასეთი თავდაჯერებული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, ყველა უჯრედით ვგრძნობ, რომქართულ ოცნებასაქვს ყველა რესურსი, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში, მაგრამ არა მარტო არჩევნებში გაიმარჯვოს, არამედ მნიშვენლოვანი ცვლილება მოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ეს იქნება გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ დღეიდან 4 წლის თავზე ქვეყანა იქნება შეუქცევადი განვითარების ეტაპზე, როდესაც საქართველოს უკან ვერავინ ვეღარ მოაბრუნებს, ჩვენ ვიქნებით ქვეყნის გამაერთიანებლები და არა გამყოფები ჩვენი საზოგადოების“– განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

კომენტარის დატოვება