პრემიერს მცხეთაში ელოდებიან

14 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცხეთის „წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას“ სახელობის სამედიცინო ცენტრს ეწვევა და ახლადგახსნილ კლინიკას დაათვალიერებს.

100–საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება გათვლილია, როგორც მცხეთა მთიანეთის რეგიონის სამხარეო საავადმყოფო.  სამედიცინო ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

11:40 საათზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მცხეთის კულტურის ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიაში.  ახალ კულტურის სახლს გააჩნია თანამედროვე სტანდარტების 450 კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც  აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის თანამედროვე სისტემებით.