„ლიბერალიზაცია უნდა შეეხოს ნარკომომხმარებლებს, შესაძლოა კანონი გამკაცრდეს რეალიზატორების მიმართ“

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში სავარაუდოდ დღეს დარეგისტრირდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ინიციატივის მიხედვით, ლიბერალიზაცია უნდა შეეხოს ნარკომომხმარებლებს. ამავდროულად, შესაძლოა კანონი უფრო გამკაცრდეს რეალიზატორების მიმართ.

მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საკითხზე პოზიციების შეჯერება მოხდება.

ნარკოპოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ოპოზიციაც. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ ამჟამად მოქმედი კანონი რეპრესიულია და ცვლილებები ნარკოდამოკიდებული მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისკენ უნდა იყოს მიმართული