„ვისთვისაც ეს კანონი ღიმილის მომგვრელია-გაიღიმეთ, თუ ძალიან ღიმილის მომგვრელია-გაიღიმეთ…”

ოპოზიციის შენიშვნებს კონსტიტუციაში თვითმმართველობებთან დაკავშირებით შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეკულირებას უწოდებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. „ოცნების“ დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა საპარლამენტო უმცირესობას რჩევაც მისცა და ძველი დროს შეახსენა.

-„ვისთვისაც ეს კანონი ღიმილის  მომგვრელია, გაიღიმეთ. თუ ძალიან ღიმილის მომგვრელია-გაიღიმეთ, ამ სპეკულაციას და ყველაფერზე თავის გამოდებას,  რომ არიქა-ქვეყანა იქცევა, დაანებეთ თავი ძალიან გთხოვთ. თუ რაიმე პრობლემა იყო, თქვენს დროს ასე იყო და რატომ არ გააკეთეთ მაშინ. ახლა გინდათ, 20 კაცი რომ დარჩით თუ 15 ამის გაკეთება?“-მიმართა მაჭავარინმა უმცირესობის დეპუტატებს.