სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის ოლქში საკუთარი კანდიდატურა დააყენა
სალომე ზურაბიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
„მივმართავ მთაწმინდის ოლქის საარჩევნო კომისიას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ჩემი თავი წარმომიდგენია როგორც საქართველოს დამოუკიდებელი დეპუტატი პარლამენტში. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს, მაგრამ როგორც უპარტიო ადამიანს, ჩემი კონსულტაციები პარტიებთან არ იყო მიზანშეწონილი. მე არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და მაქვს გამარჯვების იმედი. დღეს მე წარმოვადგენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.