„პატარების ხელებით შექმნილი სხვა სამყარო” გელით 19 ივნისს

19 ივნისს, 17:00 სთზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება მაია კაკაბაძის სამხატვრო სტუდიაარტ თაობისმოსწავლეთა ყოველწლიური გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 6-დან 25 წლამდე ასაკის მოსწავლეთა 100-ზე მეტი ნამუშევარი. გამოიფინება ფერწერასა და გრაფიკაში შესრულებული ნახატები

             „პატარების ხელებით შექმნილი“

სტუდია არსებობის 5 წელს ითვლის. ამ წლების განმავლობაში მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. სტუდის მოსწავლეებს აღებული აქვთ მრავალი საპრიზო ადგილი და ჯილდოები.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული.
დასწრება თავისუფალია