12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად-5-მსჯელობა იწყება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დღეს თვითმმართველობის შესახებ კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტების გაერთიანებას და არსებული 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, 5 თვითმმართველი ქალაქის შექმნას გულისხმობს, მიუღებელია ოპოზიციაში.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ კანონპროექტი მათ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

მმართველ გუნდს რეგიონალურ დონეზე ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაში ადანაშაულებენ, ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონების” წევრებიც.

საპარლამენტო უმრავლესობაში თვითმმართველობის კოდექსის ცვლილების მიზეზად, არსებული კანონმდებლობის არაეფექტურობა სახელდება. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, მუნიციპალიტეტის რაოდენობის მატების გამო, გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.