ის, რასაც პირველად გაიგებთ-დაუჯერებელი „პროექტი 2016“, ახალი ხომალდი-ტიტანიკი 2 და კლონი…

დაუჯერებელი „პროექტი 2016“,  ახალი ხომალდი-ტიტანიკი 2  და კლონი-პალმერის ახირება თუ გარღვევა კაცობრიობის ისტორიაში?

p  ყველაფერი 2006 წელს დაიწყო. ავსტრალიელი მილიარდელი კლაიფ პალმერი ცოლთან ერთად ახალ წელს აღნიშნავდა. ორივენი ბედნიერები იყვნენ, ისეთივე ბედნიერები, როგორც 22 წლის წინ, თავიანთი ქორწინების დღეს და არც ერთმა არ იცოდა, რომ 2006 წლის 1 იანვარი მათი ერთად ყოფნის ბოლო დღე იქნებოდა. მეორე დღეს სუზან პალმერს ინფარქტი დაემართა და ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ნახევარი წელი კლაიფი მხოლოდ ინერციით ცხოვრობდა და მიხვდა, რომ ვერანაირი სიმდიდრე ვერ დაუბრუნებდა საყვარელ მეუღლეს. აი, სწორედ ამ დროს მას დაებადა შეშლილი იდეა…

2012 წლის ზაფხულში მსოფლიოს წამყვანი მედია იუწყებოდა, რომ ავსტრალიელმა მილიარდელმა კლაიფ პალმერმა გადაწყვიტა „ტიტანიკის“ ზუსტი ანალოგის შექმნა. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს იქნება ხომალდი-კლონი სახელად „ტიტანიკი 2“.

იმისთვის, რომ იმ ქვეყნიდან ლეგენდარული ლაინერი დაბრუნდეს, პალმერი მზად არის დახარჯოს მთელი ქონება, რომელიც ოფიციალურად 800 მილიონი დოლარია. მისი თქმით, ამ საქმისთვის მზადაა სიცოცხლეც კი დათმოს.

რატომ მაინც და მაინც 2016 წელი? მართალია თუ არა, რომ ახალი ხომალდი იქნება კლონი ჩაძირული ტიტანიკის და მისი მგზავრებიც სიკვდილისთვის იქნებიან განწირულნი? რა მისია ექნება ახალ ტიტანიკს?

მისიის მონაწილენი ამბობენ, რომ მათი მიზანია ჩაძირული ხომალდის მგზავრებთან კავშირის დამყარება და ოკეანის წყლის ცვლილების დადგენა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

რა მოხდება 2016 წელს, როცა ოკეანეში ტიტანიკ 2-ს გაუშვებენ? წყალქვეშ მომუშავე ექსპეტრების სენსაციური აღმოჩენა და სკანდალური დასკვნა-ოკეანის ფსკერზე ხომალდი არ არის.

მაშ ასე, ტიტანიკი-მარადიული სიცოცხლის საიდუმლო სიყვარულის ოკეანე.

პალმერის მოთხოვნით ახალი ტიტანიკის სიგრძე ზუსტად 270 მეტრი უნდა იყოს, სიმაღლე კი – 53 მეტრი. გემზე უნდა იყოს 840 კაიუტა და ხომალდი ანალოგი უნდა იყოს ძველის. პერსონალს ისეთივე ტანსაცმელი ეცმება, როგორც ადრე და მენიუც 1912 წლის მენიუს ანალოგი იქნება. ხომალიდი იმავე პორტიდან გამოვა და ზუსტად იმავე რიცხვში-10 აპრილს. ახალი ხომალდი ზუსტად იმ მარშუტს გაივლის, რაც გაიარა ჩაძირულმა გემმა და კატასტროფის ადგილას ზუსტად იმ დღეს მივა-14 აპრილს, ოღონდ ამჯერად 2016 წლის. წამები და წუთებიც ზუსტად დამთხვეული იქნება.

მილიარდელს უკვე შესთავაზეს ასობით მილიონერებმა 1 მილიონი დოლარი პირველი კლასის ბილეთებისთვის, მაგრამ პალმერმა ყველას უარი განუცხადა და უთხრა, რომ ბილეთები არ იყიდება. როგორც ცნობილია, ეკიპაჟიც და მგზავრებიც საიდუმლოდ შედგენილი სიის მიხედვით შეირჩევიან და ხომალდზე, გასვლის მომენტში ზუსტად 2224 ადამიანი იქნება, ზუსტად ისე, როგორც 100 წლის წინ.

და მაინც, რა საიდუმლო პროექტი იმალება ახალი ტიტანიკის მიღმა? სწორედ ამ თემის გაშლა უნდოდა ცნობილ ბრიტანულ გამოცემას „ზასანს“, რომელმაც ერთი მასალა გამოაქვეყნა და შემდეგ დაიხურა, მაგრამ ეს ერთი გამოცემაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ სენსაცია გამოეწვია. ჟურნალისტი რიჩარდ მეხტერი პალმერთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა იმ მრავალ უცნაურობებზე, რაც ხომადლის მშენებლობის პროცესში ვლინდებოდა. ჟურნალისტი იმასაც აცხადებდა, რომ ტიტანიკი 2, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარია, მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს.

ხომალდის მშენებლობის ადგილი გასაიდუმლოებულია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამუშაოები ჩინეთში მიმდინარეობს. ოფიციალურად ცხადდება, რომ ახალ ტიტანიკს გააცილებს ჩინეთის 2 კრეისერი და 2 სამხედრო ხომალდი, მაგრამ რატომ არის ეს ყველაფერი ასე გასაიდუმლოებული პასუხი არ არის, ერთადერთი, რაც ცნობილია არის ის, რომ პალმერი ცნობილია ყველაზე გასაიდუმლოებული და აკრძალული პროექტების დაფინანსებით. ყველა პროექტი ბიოტექნოლოგიებს ეხება. ამბობენ, რომ სწორედ პალმერის მხარდაჭერით მოხსნა ქვეყნის პარლამენტმა ტაბუ 2006 წელს ადამიანების კლონირების კანონს. 2012 წლის თებერვალში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, რომ პალმერმა დაიქირავა მეცნიერთა ჯგუფი და დაუკვეთა პატარა ცხვრის, დოლის კლონი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი მოტხოვნით დაწყებულია 100 დინოზავრის კლონირება. მილიარდელს სურს ეს დინოზავრები დაასახლოს ავსტრალიის ერთ-ერთ კუნძულზე და დაარქვას მას „დინოზავრიეთი“. ექსპერიმენტის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ კი პალმერმა საჯარო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ „ცეერუს“ უნდა მისი პროექტები და კორპორაცია გაანადგუროს და ამისთვის ყველაფერს აკეთებსო, რაზეც უწყების რეაქცია ასეთი იყო:

-„ის, რა, ჭკუიდან შეიშალა?!.“  და სიცილი უკომენტაროდ. ამის შემდეგ მსოფლიო პრესამ პალმერი „შეშლილად“ შერაცხა და იმდენად აღარ ინტერესდებოდა მისი საქმიანობით. თუმცა სულ ტყუილად!

ახლა ცნობილი გახდა, რომ პალმერის სარეკლამო სამსახურმა დინოზავრების თემა მედიას უბრალოდ შეუგდო და ეს იმიტომ, რომ დაემალათ კაცობრიობის ისტორიაში დიდი მეცნიერული გარღვევა…

…როდესაც პალმერს ექიმმა ჰკითხა-რას გადაწყვეტდა-დამარხავდა მეუღლეს თუ კრემაციას გაუკეთებდა გვამს,    mპალმერმა უპასუხა, რომ მას სიუზანის სხეულის ბალზამირება სურდა, გულში კი გაიფიქრა-აუცილებლად დაგაბრუნებ, სიუზან!

ამის მერე პალმერი ეცნობა სამ ამერიკელ მეცნიერს, რომლებმაც ცხვრის, დოლის კლონირება შეძლეს. მილიარდელთან სიახლოვის შემდეგ მეცნიერებმა შეწყვიტეს პრესასთან ურთიერთობა,  მხოლოდ ერთხელ გამჟავნდა, რომ 2008 წლიდან, პალმერი კლონირების ინსტიტუტს წელიწადში 200 000 მილიონ დოლარს ურიცხავდა. 2002 წელს, კომპანია „კლონეიდამ“ გააკეთა ხმამაღალი განცხადება, რომ მათ შექმნეს გოგონას კლონი, რომელსაც დაარქვეს ევა. კომპანიის თქმით, ახლა ბევრი უშვილო ოჯახი შეძლებს იყოლიოს ზუსტად ისეთი ბავშვი, როგორზეც ოცნებობენ, მიუხედავად იმისა, რომ ღიად ამ თემაზე არავინ საუბრობს, მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ბიოგენეტიკური მეთოდებით ეს პროცესი სავსებით შესაძლებელია, ამაში დარწმუნებულია პალმერიც და სწორედ ამიტომ არ იშურებს ტანხებს კლონირების ინსტიტუტისთვის. ყველა ელოდებოდა კლონირებული ევას გამოცენას, მაგრამ ამერიკელმა იურისტმა გერმან ზიგერმა განაცხადა, რომ ამერიკაში კლონირება კანონით აკრძალულია და ყველა, ვინც კლონის შექმნაში იღებდა მონაწილეობას, პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ცხვრის, დოლის კლონის შემქმნელმა ამერიკელმა მეცნიერმა გარი გრიფელმა კი განაცხადა, რომ კომპანია, რომელიც აცხადებს, რომ შექმნა კლონირებული გოგონა, მიეკუთვნება „რეილიტის“ სექტას და დიდი საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. რაღაც კრახით დასრულდა, სწორედ ამ ეტაპზე გაჩნდა იდეა ტიტანიკი 2-ის შექმნის და ჩნდება ეჭვი-რა კავშირია ახალი ხომალდის იმ ქვეყანაში კრუიზსა და კლონირებას შორის? როგორც ამბობენ, ტიტანიკზე მუსაობდა მხოლოდ 3 მილი, მეოთხე კი უფუნქციოდ იყო და მის დაბლა საკმაოდ დიდი სივრცე ცარიელ უნდა ყოფილიყო. რადგან ტიტანიკი 2 წინა გემის ანალოგიურია, აქაც მეოთხე მილი უფუნქციო უნდა იყოს, მის დაბლა კი დიდი სივრცე, როგორც პალმრთან დაახლოებული პირები ამბობენ, კლონირების ლაბორატორიისთვის იქნება გამოყენებული. ნუთუ მართლა ამისთვის იგება ტიტანიკი 2?

-„მე ხშირად მეკითხებიან რატომ ვაგებ ტიტანიკ 2-ს. მაშინ მეც მაქვს კითხვა-რატომ გაფრინდნენ ამერიკელები მთვარეზე? რატომ აღმოაჩინა კოლუმბმა ამერიკა? ამ პროექტით ჩვენ შევძლებთ დავაბრუნოთ უამრავი ადამიანის მოგონება, რომლებიც 100 წლის წინ ამ გემზე იყვნენ“-განაცხადა პალმერმა.

მეცნიერებმა მის პასუხში ამოიკითხეს უფრო სხვა რამ-მას უნდა დროში მოგზაურობა და უნდა წარსულის დაბრუნება ახლანდელში. აქ საინტერესოა ისიც, რომ პალმერი გვევლინება ყოფილი პრეზიდენტების და პოლიტიკოსების კლუბის დამფინანსებლად, ამბობენ, რომ ეს კლუბი რეალურად განკარგავს მსოფლიო ეკონომიკას და ეჭვობენ, რომ კლუბში მარადიული სიცოცხლე სუფევს. ერთი შეხედვით, საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, უკვე შესაძლებელია ადამიანის ყველა ორგანოს გაყინვა სიკვდილის მომენტში და შემდეგ სხვა სხეულში გაცოცხლება, აქედან, ეჭვობენ, რომ ამ კლუბისთვის უკვე დაწყებულია ტვინის გაცოცხლების პროგრამა. შესაძლებელია, სიუზანის დაბრუნების პარალელურად პალმერს სურს მსოფლიო ბოტონობა, ისევე როგორც „რეილიტების“ სექტას, რომელსაც ისევ პალმერი უმაგრებს ზურგს.

პალმერი ბედს ეთამაშება-თვლიან მეზღვაურები და ამბობენ, რომ ახალი ხოლამდის სახელად ჩაძირულის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ისიც წინამორბედის ბედს გაიზიარებს.

-„ახალ ტიტანიკზე არ იქნება ელექტრონული ფოსტა, არც ფეისბუქი და ტვიტერი იქნება. მათ ყველა დაივიწყებს და ცხოვრების სულ პატარა ამბებით დატკბება. ადამიანები სიცოცხლის და დროის დაფასებას ისწავლიან. მინდა ადამიანები გავაერთიანო ოჯახის და სიყვარულის გარშემო“-აცხადებს პალმერი, მან კი უკვე დააფასა დრო. იმ დროს, როცა ის მილიონებისთვის იბრძოდა, მისი ცოლი კვდებოდა და მერე მილიარდებმაც კი ვერ დააბრუნეს ქალი.

-„მთავარი ის კი არ არის, როგორ აშენებ გემს, მთავარია რისთვის აშენებ“-აცხადებს მილიარდელი და კიდევ არ ამჟღავნებს იმ საიდუმლოს, რომელსაც როგორც ამბობენ, უკვე 7 წელია მალავს-ააშენოს ხომალდი-ლაბორატორია, გავიდეს ოკეანეში და იქ შექმნას მისი ბალზამირებული მეუღლის კლონი და აქ კიდევ ერთი დეტალი-ზუსტად ასეთი იდეა აქვს სექტას, რომელსაც სჯერა, რომ სულ მალე კლონი გახდება მსოფლიოს სრულუფლებიანი მოქალაქე. ამ სექტის ლიდერტან ერთადერთხელ შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა პალმერმა ტიტანიკი 2-ის მშენებლობის პროექტის დაწყებაც.

რატომ მაინც და მაინც ტიტანიკი? a  ალბათ იმიტომ, რომ გემი სწორედ იმ ადგილას ჩაიძირა, სადაც მრავალი მეცნიერის აზრით მდებარეობს უძველესი ცივილიზაცია ატლანტიდა, რომლის მაცხოვრებლებიც კურნავდნენ ისეთ დაავადებებსაც კი, რომლებიც ტანამედროვეობაშიც განუკურნებელია. მეცნიერები ამბობენ, რომ წყლის ქვეშ ამ ცივილიზაციის არსებობის უამრავი ფაქტი და ნივთია ნაპოვნი, ეს დღეს ჯერ კიდევ ვერსიაა, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ატლანტები ნამდვილად არსებობდნენ და იმ ტექნოლოგიებსაც ფლობდნენ, ჩვენს დროში რომ მიუღწევადია.

ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე ტიტანიკი 2-ის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ზუსტად იმ დღეს გავა კრუიზში, რომელ დღესაც პირველი ტიტანიკი  გავიდა, მაგრამ რატომ არ უნდა დაბრუნდეს ახალი ტიტანიკი და რატომ უნდა განმეორდეს ტრაგედია, ეს ჯერ არავინ იცის…თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ხომალდს ექნება ერთი განსხვავება პირველი გემისგან, ეს იქნება ანძა თავისი მოედნით. საქმეში ჩახედული ჟურნალისტი წერს, რომ სწორედ ამ ანძის საშუალებით მიიღებენ სიგნალს უცხოპლანეტელები და ამ მოედანზე დაჯდება ამო-ს ხომალდი…

და კიდევ, არსებობს ვერსია, რომ ჩაძირული ტიტანიკის მესამე კლასის მგზავრები ატლანტებმა დაგაარჩინეს და ისინი ახლაც ცოცხლები არიან ნიკოლა ტესლის ჟანგბადის გენერატორის დახმარებით. პალმერს იმედი აქვს, რომ უძველესი ცივილიზაციის ამჟამინდელი ბინადრების დახმარებით შეძლებს სიუზანის დაბრუნებას…

მოარული ხმები ამბობენ, რომ ტიტანიკი 2-ის პირველი კლასის მგზავრები მსოფლიოს ყოფილი პრეზიდენტების კლუბის „მადრიდის კლუბის“ წევრები იქნებიან. როგორც ამბობენ, იმიტომ რომ, დაღუპვის შემდეგ მოხდეს მათი კლონირება და მსოფლიო ბატონობისთვის მომზადება.

s   ბოლო ხანებში გამოჩნდა მწერალი და ექსპერტი სიუზან პალმერი. რომელიც ზუსტად იმ ტეზისებს აჟღერებს, რაზეც პალმერის გარდაცვლილი მეუღლე საუბრობდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არ არის უბრალო დამთხვევა და ახლადგამოჩენილი სიუზანი არ არის მხოლოდ სეხნია გარდაცვლილის, მეცნიერების აზრით ეს სწორედ პალმერის გარდაცვლილი მეუღლეა, რომლის მხოლოდ სხეულის აღდგენა მოხერხდა და ტვინი ვერ ცნობს ოჯახის წევრებს. აი, მივედით კიდევ ერთ მიზეზამდე, რისთვისაც ტიტანიკი 2 იგება. პალმერი დარწმუნებულია, რომ მისი მკვდრეთით აღმდგარი მეუღლე სწორედ ამ ხომალდზე დაიბრუნება გონებას და ცნობიერებას.

„ახლა ჩვენი დროა ავიდეთ ხომალდზე და განმეორდეს სიყვარულის ისტორია“-აცხადებს პალმერი.

იქამდე კი პალმერი უკვე ცხადად ხედავს, როგორ ზის მის მეგობართან ერთად კაბინეტში და საუბრობს საქმეზე. ეს მეგობარი კარგად იცნობდა სიუზანსაც, საუბრობენ, სვამენ ცაის და ამ დროს ისმის ქალის ხმა-უკაცრავად! პალმერი იღიმის, მეგობარი მიიხედავს ქალისკენ და გაოცებისგან თუ შიშისგან ჭიქა უვარდება-ეს სიუზანია.

 

 

 

კომენტარის დატოვება