გამოიღვიძეთ, ქართველებო! – რეჟისორი, რომელსაც არ ჰყავს „ფულიანი მამიკო“, მაგრამ აქვს მთავარი-ხალხის სიყვარული…

დინო გეთიაშვილი

რეჟისორი

გ ა მ ო ი ღ ვ ი ძ ე თ, ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო!
ვისაც გიყვართ სამშობლო ერთი აგური მაინც დადეთ მისი აღმშენებლობისთვის. ზეცა თავს გვემხობა და სამშობლო ნაგლეჯებად გვიქუცმაცდება! ყველა ნაბიჯზე უცხოელი გვხვდება და გვჩაგრის საკუთარ ქვეყანაში.

მე, დინო გეთიაშვილი ყველას მოგიწოდებთ გამოღვიძებისკენ, მოძმეთა სიყვარულისკენ და ერთმანეთის თანადგომისკენ. დაბლოკეთ ყველაფერი არაქართული და აამაღლეთ მამა–პაპათა სისხლით მონაპოვარი და დატოვებული, რომ გადავრჩეთ და არ გადავშენდეთ. თუ კვლავ მოდუნდებით თვითოეულ ჩვენთაგანს გაგვითითოკაცებენ ისედაც დაშრეტილ და ღონეგამოცლილებს და ისე გაგვანადგურებენ, რომ ჩვენი ნასახიც აღარ დარჩება!

იმდენად გამომაწრთო ამ ყველაფერმა, რომ ასე თავდაჯერებულად ვქადაგებ და ვხედავ რა ხდება ჩვენს თავს და როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ავაყვავოთ საქართველო. თუ არ მომყვებით, მაშინ შეგიძლიათ მეც მომკლათ ისევე, როგორც დანარჩენი ქართველი, ვინც წარმოგვაჩინა.

მოვა დრო და ჩვენს საფლავებს ურჯულოები დააფურთხებენ!

მკითხველს შევახსენებთ, ეს ის დინო გეთიაშვილია, რომელსაც სურვილი აქვს შექმნას არაპოლიტიკური პარტია, რომელიც იქნება დიდი ოჯახი, სადაც იქნება ადამიანობა და სისუფთავე.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%95%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%9e/

ის დინოა, რომელიც იმათ რიგებშია, ჩრდილში დარჩენილები და რქებით გამტანები რომ არიან, ათასჯერ წაქცეულები და მაინც წამომდგარნი, აუხდენელი ოცნებები და მაინც ახლის ძიებით დაღლილები რომ აღამებენ დღეს და ათენებენ ღამეს…

ის რეჟისორია, რომელსაც არ აქვს  „მაგარი ზურგი“ და არ ჰყავს „ფულიანი მამიკო“, სამაგიეროდ ყველაფერს თავად აღწევს და აქვს ყველაზე მთავარი-ხალხის სიყვარული!

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%90/

ასეთ ახალგაზრდებს უნდა მოვუსმინოთ და მივცეთ გასაქანი სწორედ!