„ზუკას თასი 2017“

„ზუკას თასი 2017“-ის გამარჯვებული „96-იანების ნაკრები“ გახდა, მეორე ადგილი კი „დინამო თბილისმა“ მოიპოვა. სამოყვარულო ტურნირს, რომელშიც 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას, თბილისის ოლიმპიურმა აუზმა უმასპინძლა. ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და გარდაცვლილი ზურაბ სახელაშვილის ხსოვნას ეძღვნება. წელს შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა, დამწყებმა და ვეტერანმა წყალბურთელებმა და ადგილობრივმა გუნდებმა მიიღეს.

ტურნირში წელს საქართველოში მყოფმა ესპანელი მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმაც. ტურნირის ჩატარება მიზნად ისახავს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას მოზარდებსა და საზოგადოების ფართო ფენებში. გამარჯვებული გუნდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა.