ქართველებმა და აფხაზებმა, რიგითმა მოქალაქეებმა თავადვე მოახერხეს ადამიანური ურთიერთობების აღდგენა

   როლანა ნიჟარაძე 

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი, აფხაზეთიდან დევნილი 

-„აფხაზეთის თემის პროპაგანდა _ რომელიც მიმართული იქნება აფხაზი და ქართველი ხალხის შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. ადამიანური ისტორიები, მოგონებები წარსულში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, ერთმანეთთან ურთიერთობის მონატრება_ ამაზე საუბარით არ უნდა დავიღალოთ. სწორი პროპაგანდა ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია უმთავრესი მიზნის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, 300 ათასი დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნების გზისკენ მიმავალ კომპლექსურ სამუშაოთაგან.

არსებობს უამრავი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ქართველებმა და აფხაზებმა, რიგითმა მოქალაქეებმა თავადვე მოახერხეს ადამიანური ურთიერთობების აღდგენა, ურთიერთობების, რომელიც არასოდეს შეწყვეტილა. თუმცა გვერდს ვერ ავუვლით გიგა ოთხოზორიასთან დაკავშირებულ სამწუხარო ინციდენტს.
ჩვენი მხრიდან ნათქვამი ყოველი სიტყვა სოხუმში ექოსავით გაისმის, ამ სიტყვებს აფხაზებთან ერთად ქალაქში აქა-იქ შემორჩენილი ქართველებიც ისმენენ, არაფერს ვამბობ გალის მოსახლეობაზე.

ენგურს გაღმიდან ინტერესით აკვირდებიან აქ მიმდინარე საარჩევნო პროცესებსაც…სწორ, მიზანმიმართულ პროპაგანდასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად არჩეულ ხელისუფალს…იმ მიზნის მისაღწევად, რასაც აფხაზების და აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია.

კომენტარის დატოვება