საარჩევნო მზადება არადემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს! მოვითხოვთ,შეწყდეს ჩვენი დაიგნორირება!

ნანა ხომასურიძე

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი

-“სამწუხაროდ,დღეს საქართველოში საარჩევნო მზადება არადემოკრატიულ ვითარებაში მიმდინარეობს!

მოსახლეობას უჩნდება განცდა,თითქოს მხოლოდ 4კანდიდატი იღებს მონაწილეობას.მხოლოდ მათზე საუბრობს პრესა-ტელევიზია,მხოლოდ მათთვის ტარდება გამოკითხვები.დანარჩენი კანდიდატები,რომლებიც ჩართულნი არიან ამ უთანასწორო ბრძოლაში,უჩინმაჩინებივით არიან ამ ოთხეულის გვერდით.კატეგორიულად მოვითხოვთ,ყველგან,ყველა კანდიდატს მიეცეს მოსახლეობისათვის გაცნობის საშუალება,იქნება ეს პრესა,ტელევიზია თუ გაურკვეველი გამოკითხვები.

ჩვენ არც ერთი კანდიდატის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მოვითხოვთ,შეწყდეს ჩვენი დამამცირებელი დაიგნორირება! მოვითხოვთ ამ ოთხეულის გარდა,მასიურად და მაქსიმალურად გაშუქდეს სხვა კანდიდატები,როგორც პიროვნულად ასევე მათი საქმიანობით და გონებრივი შესაძლებლობით,რათა მოსახლეობამ შეძლოს გადაწყვეტა შემდგომ, ვისზე შეაჩეროს არჩევანი,ვის ენდოს ვის ჩააბაროს ქვეყნის ბედი!