მეცნიერები შოკში არიან-თოვლის კაცის და ამერიკელი ფერმერის რეალური ისტორია

ყველაფერი 1947 წელს დაიწყო, როცა დღეისთვის საკმაოდ წარმატებული ამერიკელი ფერმერის ჯანი სკარტერის ბაბუამ ტყეში „თოვლის ბავშვი“ იპოვა და ფერმაში წამოიყვანა. მამაკაცი „შვილობილს“ ინგლისურ ენას და ინდიელთა სიტყვებსაც ასწავლიდა. მას „ბიგფუტი“ დაარქვა.

Снимок

როგორც ჯანი იხსენებს, მან ბიგფუტი 7 წლის ასაკში ნახა. მაშინ თოვლის კაცი უკვე ჩვენი ათვლებით 27 წლის იყო და საკმაოდ დიდი ზომის გახლდათ. გოგონას ძალიან შეეშინდა, მაგრამ ბაბუამ ბიგფუტი იქიდან გაუშვა და გოგონას მოუყვა, რომ ამ უშველებელ არსებას ტყეში ორი პატარა შვილი ჰყავს და თუ გოგონა მოისურვებდ, მათ სანახავად წაიყვანდა. ჯანიც წავიდა და ამ დღის მერე შიში გაუქრა.

მერე ბიგფუტს და მის მეუღლეს-შელის კიდევ შეეძინათ შვილები, სულ 6 თაობა დაიბადა.

ჯანის ისტორია იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ეს ყველაფერი და დაიწყეს ფერმის და იმ ტყის შესწავლა, რომელზეც ჯანი საუბრობდა. მეცნიერებმა ბიფუტის ნაკვალევი იპოვეს. ტყეში თოვლის ადამიანები თავისებულ კვალს ტოვებენ და მათ მარკერებს უწოდებენ, სწორედ ასეთი მარკერები იპოვეს მეცნიერებმა, მეტიც, იმ პერიოდში, როცა მეცნიერთა ჯგუფი ფერმასა და ტყეს სწავლობდა, ამ ტერიტორიას 16 თოვლის კაცი ესტუმრა.

mmm

მერე ბიგფუტის საცხოვრებელი სახლიც იპოვეს-სახლი ტოტებით იყო დაფარული, შიგნით კი „ოთახებივით“ სექციები ნაძვის ხეებით იყო გაკეთებული, სექციები კი ხავსით და ფოთლებით ამოფენილი. სახლის ახლოს იპოვეს უცნაური ნივთი, მეცნიერების განცხადებით ეს პატარა ბიგფუტების სათამაშოა.

b2 hibsat sss

მეცნიერების თქმით ეს ნივთი წითელი თიხისგანაა გაკეტებული და შიგნით სავარაუდოდ რომელიღაც ცხოველის თმებია მოთავსებული.

ჯენის კარტერმა კი მეცნიერებს „მისი მეგობრების“ შრომის იარაღები აჩვენა, რომელთა შორის არის „ქვასანაყი“.

ew

მეცნიერებმა ფერმის ერთ-ერთ ოთახში ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც ზომების მიხედვით უფრო მოზარდ თოვლის ადამიანს ეკუთვნოდა, ჯენი მაშინვე მიხვდა ვის ეკუთვნოდა ნაფეხური და თქვა, რომ – „სკიპკი მოვიდა ტკბილეულისთვის, რომელიც მისთვის სარდაფში მაქვს დაკიდული“-ო.

nad

-„ნამდვილად შოკში ვართ, ეს სენსაციაა, რადგან ყველაფერი ხდება ახლა, ჩვენს დროში“-განაცხადა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი მეცნიერებისგან შემდგარი ჯგუფის ხელმძღვანელმა იგორ ბურცევმა-ჩვენ სარდაფში ჭერში ჩამოვკიდეთ კორმა და გავედით. ცოტა ხანში ვნახეთ, რომ სკიპკის პაკეტიც წაუღია“.

korma

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ უცნაურ არსებებს შეუძლიათ ემოციების გამოხატვა, გააჩნიათ ინტელექტი და აქვთ გრძნობა, რადგან ჯერი რომ ახალ ფერმაში გადმოვიდა, ისინიც მთელი ოჯახით მასთან ახლოს დასახლდნენ.

მეცნიერებმა კვლევების და ადამიანთა გამოკითხის შემდეგ დაასკვნეს, რომ ბიგფუტების მოახლოებისას იგრძნობა სიცივე, მათ შეუძლიათ გახდნენ უჩინარნი და შეუძლიათ შემხვედრი დააჰიპნოზონ. მათ აქვთ ინტელექტი და პარანორმალური შესაძლებლობები.

b1 bb

მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ სოხუმის საიდუმლო ლაბორატორიაში მოხდა ადამიანისა და თოვლის ადამიანის შეჯვარება და ახალი არსების გამოყვანა, რომელიც სოხუმის „პიტომნიკში“ მაიმუნებთან ერთად ცხოვრობდა.

hib

ასეთი ჰიბრიდები ადამიანებზე სწრაფად იზრდებიან და უფრო ძლიერ მუშახელად ყალიბდებიან, მეცნიერებისვე განცხადებით, გაშიფრული საიდუმლო მასალებიდან ირკვევა, რომ ასეთი ჰიბრიდები შემდეგ ციმბირის საიდუმლო ლაბორატორიაში გამოჰყავდათ. ხელოვნურად გამოყვანილი არსებები ალტაიში და კემეროვში გადაჰყავდათ და მათზე დაკვირვებებს აწარმოებდნენ, ალბათ ამიტომაც არის, რომ ამ ადგილას ხშირად გვხვდებიან თოვლის ადამიანები.

ij kk

და მაინც, ვინ არის თოვლის კაცი? ჩვენს გვერდით მცხოვრები არსება თუ პარალელური სამყაროდან მოსული იდუმარი სტუმარი? ადამიანის კონკურენტი თუ გენეტიკური ექსპერიმენტის მორჩილი? ამ კითხვებზე ჯერ მეცნიერებს პასუხი არ აქვთ და ამბობენ მხოლოდ ერთს-ეს სენსაციაა და შოკი, რომელსაც ჯერ ახსნა არ მოეძებნა.

კომენტარის დატოვება