ჩხვირკიას და ღოღობერიძის საქმის არსებითი განხილვა 12 საათზე დაიწყება

ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმის არსებითი განხილვა 12 საათზე დაიწყება.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ მოწმეებიც წარმოადგინოს. მანამდე კი მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან.

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის, პაატა შავაძის განცხადებით, მის დაცის ქვეშ მყოფს ხელს 6 პირი ადებს. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე შავაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლბით კვლავ მიმართოს. მისი თქმით, ბრალდებას ორგანიზების ბრალდებით დაკავებულებისთვის საპროცესო გარიგება არ შეუთავაზებია.

ბათუმის მოვლენების გამო დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს გამოძიება ბათუმის 11-12 მარტის აქციის ორგანიზებას ედავება.