„ესენი სოსოს ბავშვები არიან და ელოდებიან მამას-გელოდებით ყველას 7-ში“

კონგოში ტყვედ ჩავარდნილი და შემდეგ სავარაუდოდ გარდაცვლილი სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაული Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

გიორგი ოსორაული 7 ივლისს, 19 საათზე გმირთა მოედანზე ყველას სთხოვს მისვლას სათლებით ხელში, რათა დაუდგნენ ერთმანეთს გვერდით.

“თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში გმირთა მოედანზე, იმ გვარებს გვერდით კიდევ ბევრი გვარი შეემატება. ამიტომ გთხოვთ მოხვიდეთ თითოეული მოქმედი და მომავალი ჯარისკაცის გამო, ჩვენი მდუმარე შეკრებით ვაჩვენოთ ქვეყანას, რომ თითოეული ჯარისკაცი, საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე ძვირფასია სამშობლოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ღვაწლის დასაფასებლად, იმის განურჩევლად, ცოცხალია ჯარისკაცი თუ დაღუპული” – ამბობს გიორგი ოსორაული.

https://www.facebook.com/gia.osorauli/videos/1487251918008095/?autoplay_reason=gatekeeper&video_container_type=1&video_creator_product_type=0&app_id=6628568379&live_video_guests=0