ნუთუ კატასტროფა ახლოვდება?-ქანდაკებები თავს აბრუნებენ და თვალებს აღებენ?!.

2016 წლის გაზაფხულის ბოლო დღეს ეგვიპტედან მსოფლიოში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდაქვის სფინქსმა თავი მოაბრუნა. ინფორმაცია გერმანელმა არქეოლოგმა  და რესტავრატორმა ერილ ლოიზემ გაავრცელა, რომელიც გიზის პირამიდების რაიონში არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა.

erik

მეცნიერი ამტკიცებს, რომ სფიქნსმა თავი მოაბრუნა და ის კიბიდან ჩამოაგდო. ფაქტიური მტკიცებულება არქეოლოგმა ვერ მოიყვანა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მეორე დღეს ის საავადმყოფოში მიიყვანეს და დღესაც უგონო მდგომარეობაშია, გვაიძულებს მისი სიტყვების სიმართლეში დავრწმუნდეთ.

qqq

2 კვირის შემდეგ მსოფლიომ მსგავსი მესიჯი პაკისტანიდან მიიღო. რამდენიმე თვითმხილველი ირწმუნება, რომ უძველესი მეფის სტატუამ თვალები გააღო და თავი მოაბრუნა.

mmm

არც მათ აქვთ დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მასალა, მომხდარი კი ჰალუცინაციად და ოპტიკურ ილუზიად შეაფასეს. მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა კი განაცხადა, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდათ ან ხუმრობენ, მეორე ჯგუფი კი ამტკიცებს, რომ მსგავსი ქმედებები სულ უფრო ხშირი გახდება და ეს გარდაუვალია.

ტურისტი ჰელენ ჯონსონი კი ირწმუნება, რომ არასდროს უნახავს მსგავსი რამ. მისი თქმით ქანდაკება რამდენჯერმე გაინძრა და ბოლოდ დავარდა. ქალი იმასაც ამბობს, რომ ქანდაკება ნახევარი წუთი ცოცხალივით იყო.

ისტორიკოსების და არქეოლოგების შეხედულება ერთმანეთს სცილდება საკითხში, თუ რისთვის იყო ეს გიგანტური ქანდაკებები დადგმული და ვინ არიან მათზე აღბეჭდილი. ამ საკითხზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა, პირველადი ინფორმაციით, სულ მალე კვლევების შედეგები დაიდება, თუმცა ეს მძიმე აღსაქმელი იქნება.

ggg

ლეგენდის თანახმად, იმ დროს, როდესაც დედამიწაზე უდიდესი კატასტროფა მოხდება, განადგურდება  ცოცხალი, მმართველი ღმერთების გარდა. რომლებიც გადაიქცევიან ქვებად და ასეთ მდგომარეობაში იქნებიან შემდეგ დიდ კატასტროფამდე. კატასტროფის დადგომამდე კი მათ ექნებათ ბოლო შანსი გააღონ თვალები და სამყაროს შეხედონ.

tva

თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ისმის კითხვა-ნუთუ კატასტროფა ახლოვდება?

კომენტარის დატოვება