გივი მაჩაიძის მკვლელობის საქმეზე თურქეთში ქართველი დააკავეს

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს გავრცელებული ინფორმაციით თურქეთში, ბაირამ ფაშაში ქართველი ემიგრანტი მოკლეს.  ინფორმაცია Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ემიგრანტთა იმედის“ ხელმღვანელმა შოთა სიხარულიძემ გაავრცელა.

იხ. ლინკი

https://www.facebook.com/photo.php?fbid=461378984232715&set=a.136922103345073.1073741828.100010818515954&type=3&theater

უკვე ცნობილია, რომ გივი მაჩაიძის მკვლელობის საქმეზე თურქეთში საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ამ ეტაპზე უცნობია მკვლელობის მოტივი, თუმცა სავარაუდოდ, მკვლელობა უერთიერთშელაპარაკებას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, გაუჩინარებამდე მაჩაიძე საქართველოს მოქალაქესთან ერთად იმყოფებოდა და სწორედ მასთან ერთად წავიდა სამსახურში კუთვნილი ხელფასის ასაღებად.

გივი მაჩაიძე ჯინსების ფაბრიკაში მუშაობდა და მას ხელფასის სახით 900 ლირა ქონდა ასაღები.

მკვლელობაში ქართველის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, ეჭვი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ.