დღეს აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ-წარმატებები!

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. მათ უკვე ჩააბარეს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საქართველოს მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 39 000-მდე აბიტურიენტი მონაწილეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს:

6-7 ივლისი – ზოგადი უნარები
10-11 ივლისი – ინგლისური ენა
10-11 ივლისი – რუსული ენა
10 ივლისი – ფრანგული ენა
11 ივლისი – გერმანული ენა
12 ივლისი – გეოგრაფია
13 ივლისი – მათემატიკა
14 ივლისი – ლიტერატურა
17 ივლისი – ისტორია
18 ივლისი – ბილოგია
19 ივლისი – ქიმია
25 ივლისი – სამოქალაქო განათლება
26 ივლისი – ფიზიკა
26 ივლისი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
27 ივლისი – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი