სინოპტიკოსები არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ

მიმდინარე კვირაში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმები და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღისით 25-27 გრადუსი იქნება,მთაში 20-22 გრადუსი.არამდგრადი ამინდები 11 ივლისამდე გასტანს,შემდეგ გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 34 გრადუსს მიაღწევს.