რაჭაში სტიქიას ებრძვიან

რაჭა სტიქიის ზონაა. ონის რაიონის ორი სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია. უამინდობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება სოფელ ღებთან და გონასთან დამაკავშირებელი იმ გზის აღდგენა, რომელიც ადიდებულმა მდინარემ მთლიანად გაანადგურა.

სტიქიას ებრძვიან ონის მუნიციპალიტეტშიც. მდინარე რიონის წყლის დონის მკვეთრად მატების შედეგად, ცენტრალურ ქუჩაზე სახლების ეზოები დაიტბორა.

გზა დაზიანდა კურორტ შოვშიც, ამ წუთებში კი სამაშველო ბრიგადები კურორტ უწერასთან არიან მობილიზებული, სადაც საგზაო მონაკვეთის ჩანგრევის საფრთხე არსებობს.