„მოვითხოვ ამოიღონ ჩემი მობილურიდან ზარები!“-ღოღობერიძე ციხიდან განცხადებას ავრცელებს

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ ციხიდან განცხადება მოგვაწოდა და გასაჯაროვება გვთხოვა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

-„აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი რომელი პარტიის ინტერესს ატარებს აჭარის რეგიონში?

საეჭვოა ლაშა გოგნიაშვილის ამ მთავრობისადმი ერთგულება, 11-12 მარტის აქციის დღეს ის მობილურზე მირეკავდა და მთხოვდა დავხმარებოდი სიტუაციის დარეგულირებაში,ეს ყველაფერი მაფიქრებინებს,რომ მისი სატელეფონო ზარები ჩემი გამოტყუების და კადრებში დაფიქსირების მცდელობა უფრო იყო, ვიდრე რეალური დახმარების თხოვნა.

და თუ ვცდები, მაშინ  რას ნიშნავს დღევანდელი მისი დუმილი, რატომ არც ერთხელ არსად არავისთან არ გაჟღერდა მისი მხრიდან,რომ მე არა ვარ ის კაცი, რასაც მაბრალებენ?!.

მინდა საჯაროდ მივმართო კომპეტენტურ უწყებებს და ვთხოვო ნახონ ჩემი მობილური და ამოიღონ ზარები-ეს ხომ არც ისე რთულია! მოვითხოვ ყურადღება გაამახვილონ ამ ნათქვამზე და დაადგინონ რეალობა!

კიდევ ერთხელ ვაცხადებ –  მე არ ვარ დამნაშავე და იმ დღევანდელი აქცია არ იყო ჩემი ორგანიზებული! არ არის საჭირო სხვებზე ხელის გადაფარება და უდანაშაულოსთვის დანაშაულის აკიდება!

ცნობისთვის, მერაბ ღოღობერიძე ბათუმის მერობისთვის ბრძოლას აპირებს.