კოჰაბიტაციაში “დამარხული ძაღლის თავი” ანუ რის ფასად….

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევა მთავრობის და პარლამენტის წევრებისთვის პირდაპირი ხელშეკრულების გზით გადაცემულ 25 მილიონ ლარს ეხება. სიაში 14 დეპუტატია, მათ შორის, 10 მაჟორიტარი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ტენდერის გარეშე გაფორმებული ხელშეკრულებები და სანაცვლოდ მიღებული მილიონობით ლარი იმის ნათელი დადასტურებაა, რატომ არ უნდათ მაჟორიტარებს საარჩევნო სისტემის გაუქმება.

ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულებების სიაში გორის მაჟორიტარი, ერთ დროს ენმ-ს მხარდამჭერი, ახლა კი გორის მაჟორიტარი „ოცნებიდან“ იოსებ მაკრახიძე ლიდერობს.

მაკრახიძის ხსენებისას არ შეიძლება არ გაგვახსენდეს წინასაარჩევნო პერიოდი და ქვემო ქართლში ხშირად გაგებული ფრაზები-„და ყველაფერი ამის შემდეგ,რომ არ ვენდო “ოცნებას”, გასაკიცხი ვიქნები? რა ხდება, ხალხო?

არ შეიძლება არ გაგახსენდეს ტელეკომპანია „თრიალეთის“ სიუჟეტი, რომელსაც დღეს „უახლესი ისტორიის“ გახასხენებლად გთავაზობთ.

ეს უკვე იყო….

https://www.youtube.com/watch?v=4Rpim7yYtt0

დღეს კი მაჟორიტარი დეპუტატები პარტიულ ყულაბაში ყველაზე მეტ თანხას წირავენ და საკუთარ ბიზნესინტერესებთან ერთად, მანდატებსაც ყველაზე აქტიურად იცავენ.