“აიმაღლეთ ხმა იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ!”-ქართველი მწერლების პროტესტი

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბერშუეთსა და სობისში ე. წ. საზღვარი 4 ივლისს გადმოწიეს. დღეს ფაქტი ქართველმა მწერლებმა გააპროტესტეს და საქართველოს მთავრობას მიმართვა გაუგზავნეს.

“საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. თავისუფლება მეზობელ იმპერიებთან მრავალსაუკუნოვან დაუღალავალ ბრძოლაში მოიპოვა და სხვა ქვეყნებსაც არაერთხელ აჩვენა თავგანწირული ბრძოლის მაგალითი.

რუსეთ-საქართველოს 1990-1992 წლების სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონის) და 1992-1993 წლების აფხაზეთის ომების შემდეგ რუსეთმა დაიწყო ქართული მიწების ოკუპაცია და ეთნიკური ქართველების გენოციდი. ეს შეუქცევადი პროცესები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომით გაგრძელდა.

ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსეთი თვითნებურად დადგენილ საზღვრებს პერმანენტულად აფართოებს – აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას.

დღეს ე. წ. საზღვარს ცენტრალური ავტომაგისტრალიდან სულ რაღაც 400 მეტრი აშორებს.

ჩვენ, ქართველი მწერლები, მთავრობისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, გაითვალისწინოს ხალხის ნება-სურვილი და გულისტკივილი, სასწრაფოდ მოახდინოს სათანადო, ქმედითი რეაგირება – ატეხოს განგაში, მსოფლიოს ცხადად გააგებინოს, რა ხდება, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ჩართოს ყველა საერთაშორისო სეგმენტი თუ ორგანიზაცია, მუდმივად აპროტესტოს ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროს.

მივმართავთ მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, კოლეგებს ყველა ქვეყანაში, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია მთავარი ფასეულობებია, აიმაღლონ ხმა იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ.

დღეს მსოფლიო, როგორც არასდროს, ერთსულოვნად სოლიდარულია თავისუფალი, დემოკრატიული პრინციპების მიმართ. ერთი ქვეყნის, ერთი ერის განსაცდელი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მთელი კაცობრიობის.

გვჯერა ამ ერთსულოვნების და საერთაშორისო თანადგომის”.

მიმართვას ხელს აწერენ:

დიანა ანფიმიადი

ინა არჩუაშვილი

ლუკა ბაქანიძე

ზაზა ბიბილაშვილი

რეზო გეთიაშვილი

ანა გრიგი

ნინო გუგეშაშვილი

თეონა დოლენჯაშვილი

ნატა ვარადა

გიორგი ზანგური

ლაშა თაბუკაშვილი

რეზო თაბუკაშვილი

ნატო ინგოროყვა

გიორგი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე

ზვიად კვარაცხელია

ლადო კილასონია

ბაჩო კვირტია

ირაკლი ლომოური

მაკა ლდოკონელი

შორენა ლებანიძე

გიორგი ლობჟანიძე

ირმა მალაციძე

გურამ მეგრელიშვილი

მანანა მენაბდე

რობერტ მესხი

სოსო მეშველიანი

მიხო მოსულიშვილი

გაგა ნახუცრიშვილი

ქეთი ნიჟარაძე

ზურაბ რთველიაშვილი

დავით რობაქიძე

ნათია როსტიაშვილი

ნინია სადღობელაშვილი

ზურა სამადაშვილი

ლელა სამნიაშვილი

ეკატერინე ტოგონიძე

თამრი ფხაკაძე

გურამ ქართველიშვილი

ბექა ქურხული

ლექსო ქურხული

ცირა ყურაშვილი

პაატა შამუგია

ბელა ჩეკურიშვილი

გელა ჩქვანავა

თემურ ჩხეტიანი

თამაზ ჭილაძე

მარიამ წიკლაური

ვახტანგ ჯავახაძე

ირაკლი ჯავახაძე

კატო ჯავახიშვილი

მაკა ჯოხაძე