ამერიკის ზოოპარკი აღტაცებულია

USA Today წერს, რომ ამერიკის ზოოპარკში დაიბადა იშვიათი ჯიშის ლომის ბოკვერი. ის ალბინოსი არ არის, მაგრამ თეთრი შეფერილობის ბეწვი აქვს.

ზოოპარკის თანამშრომლების განცხადებით ბოკვერი 15 ივლისს დაიბადა, თუმცა მხოლოდ დღეს გაასაჯაროვეს ეს ინფორმაცია.

-„იქნება თუ არა ეს ბოკვერი თეთრი გაზრდის მერე, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა დღეს მთელი ამერიკა და Ellen Trout Zoo აღფრთოვანებულია“-ამბობს ბოკვერის მომვლელი.

პატარა თავს კარგად გრძნობს, მისი მომვლელი ამბობს, რომ დედა ლომი ბოკვერს მზრუნველობას არ აკლებს მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულია სხვა ბოკვერებისგან.

კომენტარის დატოვება