“ამით ბაგრატის ისტორია არ დასრულებულა იუნესკოსთან მიმართებაში…”

ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო. ეს გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41- სესიაზე მიიღეს, რომელიც კრაკოვში გაიმართა

იხ.

http://www.geomediatv.ge/%e1%83%91%e1%83%90%e1%83%92%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b/

ფაქტს მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ბაგრატის ტაძარს იუნესკოს სიაში სხვა ნომინაციით დაბრუნების შანსი გაუჩნდეს.

“ამით ბაგრატის ისტორია არ დასრულებულა იუნესკოსთან მიმართებაში, რადგან ჩვენ ვიწყებთ იუნესკოს ექსპერტებთან ერთად ჩვენი გერმანელი და პოლონელი პარტნიორების დახმარებით ახალ ნომინაციაზე მუშაობას, რომელიც გულისხმობს ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის, ისტორიული ზონის ნომინაციის შემუშავებას, რომლის ფარგლებშიც, ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ბაგრატი ისევ იქნება წარმოდგენილი. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი რეპრეზენტაცია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების კონტექსტში არ დაიკარგოს და ამ სახით მაინც იყოს შენარჩუნებული”,- განაცხადა გიორგაძემ.

კულტურის მინისტრი გელათის მსოფლიო ნუსხაში დარჩენის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დარჩენით, ძეგლების იუნესკოს ნუსხაში დაბრუნების ძალიან რთული და გრძელი გზა დასრულდა.