„ხელისუფლებას სძინავს და არანაირ რეაგირებას არ ახდენს რუსეთის ქმედებაზე, ეს მარაზმია!“ (ვიდეო)

ბერშუეთში ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან: პროგრესულდემოკრატიული მოძრაობა;  ხალხის პარტია; პარტიასაქართველო;  კოალიციაერთსულოვნება.

 როგორც პროგრესულდემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ლაშა სტურუა აცხადებს, დროა მთავრობამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები.

-„თუკი ხელისუფლებას არ შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, ეს ერთი კონკრეტული მიზეზიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, მაგრამ როდესაც ხელისუფლებას სძინავს და არანაირ რეაგირებას არ აკეთებს რუსეთის ქმედებაზე, ეს მარაზმია!“-აცხადებს სტურუა.