„ვიზიტი გვაქვს უაღრესად სერიოზული, მეტს არ გეტყვით, ყველაფერს გაიგებთ ხვალ…“

ირმა ინაშვილის განცხადებით, პატრიოტთა ალიანსისწევრები საქმიანი ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრენ, სადაც ისინი დუმის დეპუტატს, დსთ-ს ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან. ინაშვილი ამბობს, რომ  პარტიის ინტერესების სფეროა ცხინვალი, სოხუმი დევნილების დაბრუნების საკითხი და საზღვრის გადმოწევის პროცესის შეჩერება, რასაცპატრიოტებიდღის წესრიგში დააყენებენ

პატრიოტთა ალიანსისწევრმა ადა მარშანიამ აეროპორტში ტელეკომპანიაპირველთანვიზიტის დეტალებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ საზოგადოება ყველაფერს ხვალ გაიგებს. მისივე თქმით, მოსკოვში ეს ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია

საქმიანი ვიზიტი გვაქვს უაღრესად სერიოზული. ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით და არ გეტყვით, იმიტომ რომ საქმის შინაარსიდან, მისი მაქსიმალურად კარგად დამთავრების თვალსაზრისით არ გეუბნებით ჯერ-ჯერობით, ყველაფერს გაიგებთ ხვალ”- განაცხადა  მარშანიამ.