კოლაბორაციონისტები და სამშობლოს აშკარა გამყიდველები დიპლომატიურ ენას უკვე აღარ იმსახურებენ

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-“მომიტევეთ მძაფრი გამონათქვამებისთვის, მაგრამ ეს კოლაბორაციონისტები და სამშობლოს აშკარა გამყიდველები დიპლომატიურ ენას უკვე აღარ იმსახურებენ.

ბიძინა ივანიშვილის გაქრობის შემდეგ რუსეთისთვისაც კი ცხადი გახდა, რომ მათი მთავარი დასაყრდენი ძალა საქართველოში – “ქართული ოცნება” ფაქტიურად ჩამოშლილია და “ბოროტების იმპერიის” ნარჩენების ბრძოლა საქართველოსთვის კრახის პირასაა. ზუსტად ეს მოცემულობა გახდა ყველაფერ იმ, ბინძური პროცესების გააქტიურების მიზეზი, რომლებიც საქართველოს შიდა პოლიტიკაში დაიწყო. რუსეთი ფორსირებულად ამოქმედდა და ამის გამო, ბევრი შენიღბული ნათელი გახდა. მათ შორის მოხდა აგენტურული ქსელის დღის შუქზე გამოტანა და კოლაბორაციონისტი პოლიტიკოსების სრული ლუსტრაცია.

ეგრეთწოდებული პატრიოტთა ალიანსი მოსკოვში გაიხმეს კონსულტაციებისთვის და ინსტრუქციების მისაღებად.

ნინო ბურჯანაძე პრესკონფერნციაზე დაუფარავად აშანტაჟებს საქართველოს და რუსეთის ახალ ინტერვენციას პირდება. ხ

ოლო, ყველაზე ბინძური და ბნელი “შესტიორკები” ფაშისტური მარშისთვის ემზადებიან, რომელიც სისხლის ღვთისთვის უნდათ გამოიყენონ და შექმნილი არეულობით ლეგიტიმაციის იმიტაცია შეუქმნან რუსეთის ინტერვენციას. შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ახალ და გადამწყვეტ ფაზაში შედის და ჩვენი ქვეყნის სრული განადგურებისკენაა მიმართული.

ჯერ კოლაბორაციონისტები უნდა ავლაგმოთ და გავასამართლოთ და შემდეგ გარე მტერს მივხედოთ. ამისათვის კი პირველ რიგში კოლაბორაციონისტი ქოცების ხელისუფლებაა შესაცვლელი. მითუმეტეს, რომ მთელი პასუხისმგებლობა ზუსტად მათზეა და პასუხიც უნდა აგონ!

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ყოველდღიური უკომპრომისო ბრძოლა დრძელდება!