საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას წარადგენს

საკრებულოში დღეს კომპანია “სითი ინსტიტუტი-საქართველო” თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას წარადგენს. როგორც თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, ამ პროექტით უნდა მოგვარდეს ქალაქისთვის ყველაზე მწვავე, მათ შორის სატრანსპორტო და ეკოლოგიური პრობლემები.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის განმარტებით კი, პრექტი გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, თუმცა განხილვის შემდეგ უმცირესობა გეგმავს მას მხარი დაუჭიროს.