„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა უკრაინის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა და მის ნაცვლად მალოროსიის შექმნა გამოაცხადა

თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა და მის ნაცვლად მალოროსიის შექმნა გამოაცხადა.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინის სახელმწიფო იმ ფორმით, რომლითაც არსებობდა, არ ექვემდებარება აღდგენას“, – განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ.

მისი თქმით, ახალი სახელმწიფო უკრაინის მემკვიდრე იქნება.

„თვითონ სახელმა უკრაინამ თავისი თავის დისკრედიტირება მოახდინა“, – აღნიშნა მან.

როგორც თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელმა განმარტა, ახალი სახელმწიფოს დედაქალაქი დონეცკი იქნება, ხოლო კიევი კი ისტორიულ-კულტურულ ცენტრად დარჩება.