“მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკრაინასთან ურთიერთობები”

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

-საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ უკრაინასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები.

ჩვენ საქართველო და უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რუსეთის ქმედებებმა – ჩვენი ქვეყნების რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ურყევი თანადგომით, მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას და გამთლიანებას. საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ადვილი არ არის, გამოწვევები კვალავაც გაგრძელდება, მაგრამ ვიცით ისიც, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ეს არის რეფორმების გაძლიერება, ეკონომიკის მდგრადი განვითარება, დემოკრატიული ღირებულებების მტკიცე დაცვა და, რაც მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა.