ზუგდიდი „ოცნების“ კანდიდატების წარდგენისთვის ემზადება

23 ივლისს, 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. დეპუტატობის კანდიდატებს პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. კანდიდატების წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

მერიის მოთხოვნით, ღონისძიებასთან დაკავშირებით უკვე გადაიკეტა ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღის ბოლოს გაიხსნება. როგორც ცნობილია, ღონისძიება კონცერტით გაიხსნება.

ამ ეტაპზე საზოგადოებაში ვრცელდება კანდიდატურების სავარაუდო ვინაობაც, თუმცა დაველოდოთ პფიციალურ წარდგენას.

კომენტარის დატოვება