“შუაში ჩავდგებით და არ მოგცემთ უფლებას გაიმეოროთ თბილისის ძმათამკვლელი ომი!”

ლაშა სტურუა

თბილისის მერობის კანდიდატი “პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობიდან”

აუცილებლად წაიკითხეთ და სასწრაფოდ გაავრცელეთ…
ერთნი (ბოკერია და ძმანნი მისნი) ამბობენ – გავივლითო,
 მეორენი (ბრეგაძე და ძმანნი ჩვენნი) კი – არ გაგატარებთო…
  ეს ნიშნავს შეტაკებას!

“გამშველებელს მეტი ხვდებაო”- ნათქვამია, მაგრამ ჩვენ <<<პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა >>>,
როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა –

შუაში ჩავდგებით და არცერთ მხარეს არ მოგცემთ უფლებას
გაიმეოროთ – თბილისის ძმათამკვლელი ომი – სისხლიანი 1991წლის 22 დეკემბერი!

… მაშინაც ყველაფერი ასე დაიწყო, პოლარიზებული საზოგადოებით…

… ახლა გინდა გვაკრიტიკეთ, გინდა მოღალატეები გვიწოდეთ რომელი მხრიდანაც გინდა იყოს და გინდა დედები გვაგინეთ, ჩვენ აღვკეთავთ თქვენს შესაძლო ქვეყნისათვის საბედისწერო კონტაქტს!

— ძვირფასო მეგობრებო,როგორც ცნობილია – (ბოკერია – მის პროვოკაციულ-მოღალატეობრივ დაჯგუფებასთან ერთად მარჯანიშვილის მეტროსთან იკრიბება, ხოლო – “ქართული მარშის” მომხტეები კი რკინიგზელთა სახლთან…
ვინც ჩვენსავით თვლით, რომ მათმა კონტაქტმა – შესაძლოა “მოკლე ჩართვის” ეფექტი გამოიწვიოს და მოვლენები უმართავი გახდეს, გთხოვთ – უფრო სწორად მოვითხოვთ თქვენგან – რომ ჩავდგეთ მათ შორის – ცოცხალი ჯაჭვის სახით და არ დავუშვათ მათი შეჯახება, რამაც შესაძლოა ქვეყანა გამოუსწორებელ შედეგამდე მიიყვანოს!
ამ მიზნით კი, მოგიწოდებთ 18:00 საათზე შევიკრიბოთ – აღმაშენებლის გამზირზე – N 142 (პასტერის ქუჩასთან)… გელით ყველა საღადმოაზროვნე მოქალაქეს!