„კანონი უნდა სჯიდეს ყველას, ვინც საქართველოს დროშას, ჯვარს, ხატებს, ტრადიციებს შეურაცხყოფს!“

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

საქართველოს მთავრობას არ უნდა ჰქონდეს მკაცრი კანონი იმათ წინააღმდეგ ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს საქართველოს დროშას, ჯვარს, ხატებს, ქართულ ტრადიციებს ან ქართველ ხალხს?

ყველა ნორმალურ ქვეყანას მსოფლიოში აქვს თავისი ქვეყნისათვის მისაღები და ტრადიციული კანონები, რომელთა შესრულებასაც აიძულებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებს, როგორც ჯერ დროებით მცხოვრებლებს, ხოლო შემდეგ უკვე მოქალაქეებს.
ზოგიერთი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს __ ქალებს თავიანთი წეს-ჩვეულებების შესაბამისად სახეები დაფარული აქვთ ნაჭრით და მხოლოდ თვალებს აჩენენ. ამ ბოლო წლებში ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ მათ აუკრძალა ასე სიარული და მათაც კანონის შესაბამისად მოახდინეს ჩაცმულობის შეცვლა.
იუსტიციის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს მთელი კანონების კომპლექსი, რომელთა ამოქმედების შემდეგ ვერც ადგილობრივი, საქართველოს მოქალაქე, ვერც სტუმარი და ვერც აქ მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან ის უცხოელები რომლებმაც მიიღეს საქართველოს მოქალაქეობა, თუ მიაყენებს შეურაცხყოფას
__ ქართულ დროშას, ძველებს ან ახალს;
__ ჯვარს, ხატებს, საეკლესიო ნაგებობებს;
__ ქართულ ტრადიციებს ან ქართველ ხალხს, მოხდება მათი სხვადასხვა ფორმით დასჯა;
ეს იქნება ციხეში ჩასმა, ფულადი ჯარიმის გადახდა, ყოველგვარი კონტრაქტის შეწყვეტა ან ქვეყნიდან სამუდამოდ გაძევება.