ჩვენ ვაიძულებთ ყველას, გაგვიწიონ ანგარიში, ავიღოთ ინიციატივა საკუთარ ხელში!

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია დევნილ საზოგადოებას მიმართავს:

-„მიმართვა დევნილ საზოგადოებას!

– თქვენ ბრძანდებით აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდის მსხვერპლნი;
– თქვენ დაკარგეთ ახლობლები, ოჯახის წევრები, სახლ-კარი, ყველაფერი, რასაც თქვენ და თქვენმა მამა-პაპებმა ათწლეულები შეალიეთ;
– თქვენ იქეცით დევნილებად საკუთარ სამშობლოში და არ გაქვთ იმედი, რომ ოდესმე დაუბრუნდებით მშობლიურ კუთხეს;
– თქვენ არ გაქვთ უფლება აირჩიოთ საკუთარი ლეგიტიმური მთავრობა;
– თქვენ შეზღუდული ხართ უფლებებში, არ გყავთ საკუთარი (კანონით კუთვნილი) უფლებადამცველი;
– თქვენ არ გყავთ წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, ვინაიდან 2004 წელს გაგიუქმეს საპარლამენტო ქვოტა;
– დევნილი საზოგადოების წარმომადგენლებს ჯიუტად არ რთავენ კონფლიქტების დარეგულირების პროცესში მიუხედავად იმისა, რომ გვყავს პროფესიონალი კადრები!
– დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები არ შეჰყავთ საპარლამენტო სიებში, რითაც გიკარგავენ განვითარების პერსპექტივას და რითაც აზრსჰკარგავს თქვენს მიერ მიღებული ცოდნა-განათლება;
– თქვენ არ გყავთ წარმომადგენლობა ხელისუფლებაში ვიცეპრემიერის ან პარლამენტში ვიცესპიკერის სახით;
– თქვენ გამადლიან იმ სოროებს, რომლებიც გამოუვალი მდგომარეობის გამო თავადვე დაიკავეთ და თავადვე მოიყვანეთ საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში;
– თქვენგან ითხოვენ მხოლოდ მორჩილებას და ხმებს საარჩევნოდ!

როდემდე უნდა იყოთ სხვისი კეთილგანწყობის იმედზე? ჩვენ რა, თავმოყვარეობა არ გაგვაჩნია?
გაგვაჩნია და მერე როგორ!
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
ჩვენ ვაიძულებთ ყველას, პატივი სცენ ჩვენს განწყობას, ვაიძულებთ ყველას გაგვიწიონ ანგარიში!
დაგვიდექით გვერდში ავიღოთ ინიციატივა საკუთარ ხელში!

 

 

კომენტარის დატოვება