6 წლისამ არ ვიცოდი რატომ იყო აფხაზეთი ჩვენი ტკივილი-დღეს უკვე ვიცი!

დავით დოლიძე 

როდესაც პატარა ვიყავი, დაახლოებით 6-7 წლის, თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ერთ-ერთ საფეხმავლო ხიდის ქვეშ ყოველი გასვლისას მექანიკურად ვკითხულობდი ამავე ხიდზე წაწერილ ფრაზას: „აფხაზეთი – ჩვენი ტკივილი”. 6 წლის რომ ვიყავი არც აფხაზეთი ვიცოდი რა იყო და არც ის თუ რატომ იყო იგი ჩვენი, მასაშადამე ჩემი, ტკივილი. დღეს უკვე ვიცი!

დღეს ყველამ იცის, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარეობდა ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ აფხაზეთის მკვიდრ ჯგუფებს შორის. იგი 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტებმა გაიმარჯვეს. აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
13 თვიანი ომი ერთ დღეში არ დაწყებულა, არც ერთ თვეში, არც ერთ წელში, არც 10 წელში! კონფლიქტი ნელ-ნელა ღვივდებოდა, თუმცა სიტუაციის საბოლოო შედეგებამდე მიყვანაში ბრალი მხოლოდ სეპარატისტებს როდი მიუძღვით, ქართველი მეცნიერები აფხაზეთის დაკარგვაში ბრალს საქართველოს მთავრობასაც სდებენ და მას უუნარობაში ზედმეტად დამთმობობაში ადანაშაულებენ. მწერალი ჯანო ჯანელიძე ჯურნალ „ცისკარის“ 1989 წლის მე-12 ნომერში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში წერს: აფხაზ სეპარატისტთა პირველი გამოსვლა 1956 წელს მოხდა. მათ აფხაზეთის ხელოვნებისა და ლიტერატური დეკადა ჩაშალეს თბილისში. იმის ნაცვლად, რომ გადამჭრელი ზომები მიეღოთ პროვოკატორებისა და სეპარატისტების წინააღმდეგ, თბილისიდან მთელი დელეგაცია ჩამოვიდა, ეფერენ, ემუდარენ აფხაზებს და დეკადა 1958 წლისათვის მაინც ჩაატარეს. როცა დეკადა დამთავრდა, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის და მთავრობის ინიციატივით საზეიმო ბანკეტი გაიმართა რესტორან „თბილისში“. ბანკეტზე მიწვევა საოცარი შერჩევით მოხდა. აფხაზებს აქაც უპირატესობა ენიჭებოდათ და მთელი დარბაზი სავსე იყო მათი წარმომადგენლებით, ქართველებიდან სულ ათიოდე კაცი თუ მიიწვიეს… არ ჰგავდა ეს ლხინი ძმათა ლხინს. კარგად იგრძნობოდა ის ბზარი, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში გააჩინეს აფხაზმა სეპარატისტებმა…

მცდარ პოლიტიკაზეა საუბარი გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ 1989 წლის მე-12 ნომერში გამოქვეყნებულ საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წერილშიც: აფხაზი მოსახლეობის ერთი ნაწილის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დატრიალებული ტრაგედია ლოგიკური შდეგია იმ დამთმობი პოლიტიკისა, გაუმართლებლად მინიჭებული პრივილეგიებისა, რასაც ამ ხალხის მიმართ წლების მანძილზე იჩენდა როგორც საკავშირო, ისე საქართველოს სსრ ხელისუფლება. პრობლემათა მიფუჩეჩება და „კეთილგონიერებისკენ, „პარიებისკენ“ ცალმხრივი მოწოდება ქართველი ერის ღალატს ნიშნავს!“
გურამ ფანჯიკიძის გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოს“ 1989 წლის 26 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ: „ რაც დღეს აფხაზეთში ხდება, ლოგიკური შედეგია იმ ცალმხრივი, ყოვლად გაუმართლებელი დათმობის პოლიტიკისა, რომელსაც რესპუბლიკის ხელისუფლება დაადგა ჯერ კიდევ სამი ათეული წლის წინ, ამ პოლიტიკას იმთავითვე არ უჭერდა მხარს ქართველი ხალხი. არ უჭერდა იმიტომ რომ აშკარა იყო მისი მცდარობა.
თავის ზემოხსენებულ წერილში ჯანო ჯანელიძე აგრძელებს: აფხაზ სეპარატისთა მეორე გამოსვლა პირველი გამოსვლის 10 წლის თავზე – 1967 წელს მოხდა. დემონსტანტებმა ქ. სოხუმის ფილარმონიის საზაფხულო შენობის დარბაზი დაიკავეს, მიკროფონ-რეპროდუქტორები გამართეს და საჯაროდ გაჰყვიროდნენ ანტიქართულ ლოზუნგებს. ამას ისიც დაემატა, რომ გამომცემლობა „ალაშარას“ ახლად აღდგენილი ქართული რედაქციის საგამომცემლო გეგმიდან თითქმის მთლიანად ამოიღეს ყველა ქართული წიგნი. აფხაზეთის სახელმწოფო მუზეუმში დაწვეს და გაანადგურეს უნიკალური ქართული ხელნაწერები, წიგნები და გაზეთები.
საკითხავიც კი არ არის შემთხვევით ანადგურებნენ უნიკალურ მასალებს თუ მიზანმიმართულად შლიდნენ ისტორულ კვალს, რომ შემდეგ თავადვე აეწყოთ საკუთარი და ჩვენი წარსული. გურამ ფანჯიკიძე იგივე წერილში წერს: ზოგმა აფხაზმა მეცნიერმა ისიც გადაწყვიტა ასეთი საქციელი ( იგულისხმება ანტიქართული კამპანია) მეცნიერული არგუმენტებით და შრომებით გაემაგრებინა, შეითხზა ისტორიის ყალბი ფურცლები, სადაც ისინი ითვისებდნენ, აყალბებდნენ და ამახინჯებდნენ საქართველოს ისტორიას, ქართველი და აფხაზი ხალხის საუკუნობრივ ისტორიას… ქართველი ისტორიკოსების მეცნიერული პასუხები დღესაც გამუქვეყნებელი დევს უჯრებში. დედამისის შვილნი იყვნენ და ჭეშმარიტების დასაცავად ხმა ამოეღოთ! ამ გაუმართლებელი აკრძალვების შდეგად ზოგიერთი აფხაზი მეცნიერის გამოკვლევებმა გარკვეულ „წარმატებებსაც“ მიაწღია. აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად ასიათასობით დამსვენებლი ჩამოდის, მათ შორის ცოტანი როდი დაარწმუნეს და დააჯერეს, როგორ „დაიპყრო“ საქართველომ აფხაზეთი, როგორ ვჩაგრავთ ქართველები მათ.

მწერალს მაგალითისთვის მოჰყავს ერთ-ერთი აფხაზი მეცნიერის, შალვა ინალ-იფას კვლევიდან ციტატა: в июне 1952 года в сел. Эшера со слов 70-летного Джаира Гедлодовича Хишба мною саписано следуюшее предание. Все кавказское побережие Черного моря называлос Колха. Население Колхи роворило на абхазском язике. Граници ее простирались далеко на юг и на север, и правил этим царством абхазский царь, у которого была сильная армия и 360 крепостей. (Ш. Д. инал-и – «вопросы этнокультурной истории абхазов», стр. 202)“ „აი მეთოდებით შექმნილი „მეცნიერული ნაშრომები რჩებოდა უპასუხოდ ათეული წლების მანილზე – აგრძელებს ფანჯიკიძე – ასე დამახინჯდა და გაუკუღმართდა საქართველოს ისტორია.“ მართლაც, ამ აფხაზი მკვლევარის ნაშრომი ეყდნობა ვიღაც(!) მოხუცის სიტყვებს, რომელის არც პროფესიაა მითითებული არც წოდება, არაფერი რაც დაგვარწმუნებს მისი ინფორმაციის სანდოობაში.
ჯანო ჯანელიძის წერილში ვკითხულობთ: „აფხაზური მოძრაობა და გამოსვლები ყოველი ათი წლის ამპლიტუდათი მეორდებოდა და აფხაზ-სეპარატისტებს არც 1977-78 წლებისათვის დაუყოვნებიათ. დაიწყო ქართული კულტურულ-არქიტექტურილი ძეგლების ხელყოფა და ქართული წარწერების წაშლა-განადგურება. ხელყვეს რუსთაველისა და აკაკი წერეთლის ძეგლები და ბიუსტები სოხუმსა და გაგრაში… სეპარატისტების მიერ კულტურული ძეგლების ხელყოფა კიდევ ერთი მცდელობაა აფხაზი ხალხი მეხსიერებიდან წაეშალათ ქართველებთან საერთო ისტორია, საუკუნოვანი ძმობა. შოთა რუსთაველისა და წერეთლის ძეგლები მხოლოდ იმტიომ არ გააქრეს რომ ფორმა არ მოსწონდათ, ან ვინმეს გავლაში უშლიდა ხელს, როგორც ეს შემდეგ თვითონ ახსნეს, თურმე მეურნეობის დირექტორ მიხეილ ალავიძეს ქუჩის რეკონსტრუქცია უბრძანებია. მაშინ საინტერესოა რატომ გადაჭრეს და დააზიანე იგი, მაშინ როდესაც შეიძლებოდა უბრალოდ სხვა ადგილზე გადაეტანათ? ამ აზრის ლოგიკური გაგრძელებაა ჯანელიძის წერილიდან შემგედი ციტატა:
„… ცხადად ჩანდა, რომ აფხაზურ-სეპარატისტულ მოძრაობას ზემოდანაც თანაუგრძნობდნენ, თორემ ისე წარმოუდგენელი იყო თეატრის შენობიდან ქართული დრამატული დასის აბრის დღისით, მზისით ჩამოხსნა და ქართველ მსახიობთა გარეთ გამობძანება… …ანტიქართულ აქციებში რამდენიმე აფხაზი მწერალიც მონაწილეობდა, მაგრამ მათთვის საყვედურიც არავის უთქვამს, პირიქით, ერთ-ერთი ამ აქციის მონაწილე – ჯუმა ახუბა ამ „დამსახურებისთვის“ აფხაზეთის მწერალთა კავშირის აპარატში მიიღეს… აფხაზეთში ანტიქართული გამოსვლების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აქეზებდნენ, აწინაურებდნენ, კარიერისკენ ექაჩებოდნენ, ამიტომ ანტიქართულ საქმეში მონაწილეობა თანდათან პრესტიჟის საქმე გახდა.“
საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის ზემოთ მოყანილ წერილში საუბარია არა მხოლოდ პრესტიჟზე არამედ უკვე პრივილეგიაზეც: „ქართველი მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს საკადრო პოლიტიკაში დაშვებული უხეში დარღვევები და აშკარა შეუსაბამობანი, იმ დროს, როდესაც საქართველოს ისტორიულ მიწაზე – აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ბუნებრივად ადგენენ ქართველები – 43,9%, ხოლო აფხაზები კი მხოლოდ 17,1%-ია, აფხაზეთის ასსრ 12 მინისტრიდან 8 აფხაზია, ქართველი კი 3; სსრკ სახალხო 15 დეპუტატიდან 8 აფხაზია, ხოლო ქართველი 5. ასეთივე სურათია ყველა არჩევით და ნომენკლატურულ თანამდებობებთან დააკვშირებით. ამგვარი მახინჯი საკადრო პოლიტიკის თანმიმდევრული გატარების გამო „აფხაზობა“ იქცა სოციალურ პრივილეგიად. სწორედ ამ გარემოებას მოჰყვა შდეგად ქართველთა ერთი სულმდაბალი ნაწილის ასიმილაცია-გაააფხაზება.“ გურამ ფანჯიკიძე ამბობს: „ აქამდე ოფიციალურად არავის უთქვამს , მაგრამ ყველასთვის ცნობილი იყო, რომ აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში წლების მანძილზე აფხაზი ეროვნების სტუდენტისთვის არ შეიძლებოდა ორიანის დაწერა… სასტიკი ტენდენციურობით ტარდებოდა სასამრთლო პროცესები. ერთი და იგივე დანაშაულისათვის ქართველები გაცილებით მკაცრად ისჯებოდნენ.“
პრივილეგირებულობა სამკვდრო-სასიცოცხლო სამეში გადაიზარდა! გაზეთ „ოქროს საწმისის“ 1989 წლის პირველ ნომერში გამოქვყებულ წერილში აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, გიორგი გიორგის ძე კვარაცხელია იხსენებს: „ჰისპიტალიზებული იქნა 31 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა ქართველები იყვნენ, როგორც გავიგეთ თავს დასხმიან ხელკეტებითა და რკინის ჯოხებით შეიარაღებული აფხაზები…ჩენს შეკითხვაზე თუ რატომ მოჰყავდათ ჩვენთან არაპროფირებული ავადმყოფები, სასწრაფოს ექიმმა მიპასუხა, რომ ქალაქის მეორე საავადმყოფოში ქართველი ეროვნების ავადმყოფებს არ ღებულობენ, მათ იქ განუცხადეს ქართველები „ქართველთა“ საავადმყოფოში მიიყვანეთო (!).“ პრესტიჟულობასთან და პრვივილეგირებულობსთან ერთად ანტიქართული კამპანია მასობრივ და ფორმალურ ხასიათსაც იძენდა. ამის დასტურია ლიხნის შეკრება: 1989 წლის 18 მარტს, აფხაზეთში, სოფელ ლიხნში ჩატარდა თავყრილობა.ეს იყო აფხაზეთის მთავრობის მიერ სანქცირებული მიტინგი. შეიკრიბა მთელი სრულწლოვანი აფხაზობა, დაახლოებით 50-60 ათასი ადამიანი და შედაგინეს პეტიცია სკკპ ცენტრალური კომიტეტის სახელზე, რომელში მოითხოვდნენ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას. აფხაზეთის კომპარტიის კომიტეტის პირველმა მდივანმა ადლეიბამ თითქოს პეტიციას ხელი არ მოაწერა, რის გამოც მას მუახლოვდა 100 წლის მოცუხი აფხაზი და სახეში შეაფურთხა. პრესტიჟულობასთან ერთად ეს უკვე პატრიოტული ღირსების საკითხადაც გადაქცეულა!
პატრიოტიზმმა, ღირსებამ და პრესტიჟმა სისხლისღვრამდე მიიყვანა „ანტიქართული საქმე“. თუმცა რა გასაკვირია რომ ნახევრასაუკუნოვანი კამპანია ამით დასრულებულიყო: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ჯგუპი გაზეთ „საბოთა აფხაზეთის“ 20 ივლისის ნომერერში აქვეყნებს შემდეგ განცხადებას: 1989 წლის 15-16 ივლისს ქ. სოხუმში მკვეთრად დაიძაბა ვითარება, რასაც მოჰყვა შეტაკებანი ეროვნებათშორის ნიადაგზე. ვითრების დაძაბვის საბაბი იყო სოხუმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა. ფილიაის შენობას ალყა შემოარტყეს აგრესულად განწყობილმა აფხაზებმა, რომლებმაც პროვოკაციულად გამოიწვიეს შეტაკება. შეტაკების დროს გამოიყენებს ჯოხები, ქვები, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი. არსებული ცნობების თანახმად, აფხაზი და ქართველი ეროვნების ჯგუფების შეტაკების შედეგად ორივე მხარეს დაეღუპა 14 კაცი, ჰოსპიტალიზებულია 137 კაცი, აქედან 15 მძიმე მდგომარეობაშია.“

1992-1993 წლების ჩათვლით თოთხმეტი უკვე ათასებამდე გაიზარდა, საერთო ჯამში 5.000 მეტი მშვიდობაინი ქართველი და 3.000 მეტი ჯარისკაცი, ასევე 3.000 ზე მეტი აფხაზი დაიღუპა.
ჩემი მცირე ესე რა მოსატანია იმ ქრონიკებთან რომელიც საქართველო-აფხაზეთის ბოლო დროინდელ ურთიერთობებს ასახავს, თუმცა აქაც ნათლად ჩანს რომ დეკადის ჩაშლით დაწყებული ვითარება 11.000 ზე მეტი ადამიანის სიკვდილით დასრულდა. ორივე მხარემ დააშავა, ორივე მხარემ დაკარგა! თუმცა იმედი მაქვს რომ ეს ბოლო დანაკარგია, დასრულებით კი სისხლისღრა დასრუდა და არა ქართულ-აფხაზური სამე ურთიერთობები და ისტორია. კვლავ გურამ ფანჯიკიძის წერილიდან მოვიყვან ციტატას: „ დღევანდელ დღეს გამეფებული სიტუაცია აბნევს საქმეში ჩაუხედავ ახალგაზრდობს, სიძულვილითდა ბოღმით ავსებს მათ გულებს. გვაქვს კი უფლება ერთმანეთს გადავკიდოთ თაობები, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ ხვალ და ზეგ?“ ამ თაობაში ალბათ ჩემი თაობა იგულისხმება, თაობა რომელიც იმედი მაქვს, არ არის საქმეში ჩაუხედავი და უმეცარი, თაობა რომლის გულიც სიძულვილით არ არის სავსე. არ ვიცი რა ხდება ჩემი აფხაზი თანატოლების გონებასა და გულებში, თუმცა იმედი მაქვს გავიგებთ და თუ საჭირო იქნება სიმართლეს ვეტყვით, ჩვენ სიყვარულსაც დავანახებთ. ბოლოს კი მინდა მურმან ლებანიძის ლექსის ერთი სტროფით დავასრულო, რომელიც სწორედ იმ აფხაზ სეპარატისტებს ეხება ვინც ამ სიძულვილის თესვას ცდილობს, ადრე გამოუვიდა და მომავალში, იმედია, ხელმოცარული დარჩება!
„აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს
– ეს კაცია ალბათ თურქის თემის
და მე ვყვირი – ჩემს სისხლს დალევს უწინამც
და მე ვყვირი – აფხაზეთი ჩემი!“