მე ასეთი საქართველო მინდა…

ლალი გაბისონია

იურისტი, პროფესორი

-“საითაც გაიხედავ, უარესი და უარესია, ნაცები ძლივს მოვიშორეთ და ამათმა არაფრის აზრზე არა ვარ-მა უკვე დამღალა, შე დალოცვილო, თუ არ იცი მართვა და არ გესმის რა კანონის მიღებას აწერ ხელს, წადი სახლში და მოვა სხვა, ვინც იცის საქმე…

ერთი სიტყვით ამ ბედკრულ ქვეყანას ხელისუფლებაში არ უმართლებს

ერთი ნატვრა მაქვს მხოლოდ : დალაგებული გამთლიანებული მშვიდობიანი საქართველო, ყოველგვარი იუვენალური კოშმარისა და მატერიალური სიდუხჭირის გარეშე, პატრიოტი–კომპეტენტური ხელისუფლება და შეხმატკბილებული ერი და ბერი…

მხოლოდ ერთი, მინდა საქართველო, სადაც ტერიტორიულ პრობლემას მოაგვარებენ პატრიოტები დევნილთა რიგებიდან. დევნილთა და ტერიტორიული პრობლემის ლობირებისთვის საქართველოს პარლამენტში გვეყოლება დევნილთა წარმომადგენელი დეპუტატები, მინდა საქართველო, სადაც ქართველი დევნილი არ იქნება.

 აი, ასეთ საქართველოში მინდა ვცხოვრობდე ჩემი შვილებით, მაგრამ სადაა ასეთი ბედნიერება…..

 

კომენტარის დატოვება