“მისი ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იქნება და ახალ ბიძგს მისცემს ურთიერთობებს”

“შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. გვქონდა შეხვედრა ისრაელის პრემიერმინიეტრთან, ასევე პრეზიდენტთან და ქნესეთის თავმჯდომარესთან. ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტს მოჰყვება ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. გვქონდა საუბარი ორმხრივი ურთიერთობების არაერთ მიმართულებაზე, ისრაელს უსაფრთხოების კუთხით მსგავსი გამოწვევები აქვს. მათ დროის მოკლე მონაკვეთში ძლიერი სახელმწიფოს აშენება შეძლეს. ჩვენ ნაყოფიერი თანამშეომლობა გვაქვს, დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები. შემოდგომაზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორიის კომისიის სხდომა გაიმართება საქართველოში,”- განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

მისივე თქმით, მან ისრაელის პრემიერი საქართველოში დაპატიჟა. 

“მისი ჩამოსვლა ბიზნეს-დელეგაციასთან ერთად  მნიშვნელოვანი იქნება და ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობებს,” – დასძინა კვირიკაშვილმა.