ბავშვთა სამყაროს დირექტორი ბრალს არ აღიარებს

ბავშვთა სამყაროს დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი, რომელიც დღეს პროკურატურამ დააკავა, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

“მ ეტაპზე გიორგი მაჭავარიანს ბრალი არ აქვს წარდგენლი და ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, რადგან უსაფრთხოების ზომები დაცული იყო და ამის დამატკიცებელი დოკუმენტაციაც არსებობს. მას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

იმედი გვაქვს, რომ პროცესის მწარმოებელი ორგანო დროულად გადმოგვცემს საქმის მასალებს, გავეცნობით და შემდეგ წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს პოზიციას დასაბუთებულად“, – აცხადებს მოსიაშვილი.