„დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პარტიები ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრისთვის ემზადებიან

„დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პარტიები ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრისთვის ემზადებიან. ისინი კომისიის მიერ გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით მსჯელობენ და პოზიციებს აჯერებენ. მათი პოზიცია უცვლელია – პარტიები არ ეთანხმებიან კონსტიტუციის შემუშავებულ პროექტს.

მათი თქმით, პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით უნდა ხდებოდეს და ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა არსებობდეს. სწორედ ეს არის ძირითადი საკითხეი რაზეც, ისინი სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრებენ. საკითხებს შორის იქნება პროპორციული და მაჟორიტარულ სისტემის ცვლილება.

 “გადავწყვიტეთ კვლავ მივმართოთ კომისიას წერილით, რათა ჩვენს მზაობას თანამშრომლობასთან დაკავშირებით ხაზი გავუსვათ. “ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად არ უნდა მიიღოს დოკუმენტი, რომელიც სწორედ ასეთი წესით მიიღო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილ წერილს წინ უძღოდა თავად მოძრაობის მიერ გაგზავნილი წერილი, რომელსაც 16 ოპოზიციური პარტია აწერდა ხელს.

სამოქალაქო მოძრაობის ”დაიცავი კონსტიტუცია” წევრებმა 1 მაისს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელი მოაწერეს საგანგებო დეკლარაციას, რომლის მიხედვით, საპარლამენტო,  არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კონსტიტუციის წარმოდგენილ ვარიანტს უნდობლობას უცხადებს.