ნარკოტიკები – ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია განხორციელდა

შსს ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაციის დროს დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

„ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ნ.ჯ. და 1976 წელს დაბადებული მ.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სულ რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველთა ლიგის წევრი ზაზა ჭაია წერდა, რომ „ ნარკოკარტელად არის ქცეული, ნ ა რ კ ო ტ ი კ ე ბ ი ს ბრუნვა იქ პიკს აღწევს და ცალკეული ოპერაციები ნარკოტიკებით ვ ა ჭ რ ო ბ ა ს ოდნავაც ვერ ა ფ ე რ ხ ე ბ ს“.

იხ. ლინკი

https://www.gmtv.ge/%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99/