პრემიერის განცხადება აფხაზურ ენაზე

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთში ომის დაწყების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აფხაზურ ენაზეც ავრცელებს.

“14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა. მისი შედეგების სიმძიმე როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა.

ჩვენი ერთად ცხოვრების ისტორია სამაგალითოა და არა გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ასეთ რეალობაში. ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა,
ეს საზიანოა ჩვენთვის – ქართველებისა და აფხაზებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.

დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ აფხაზების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას საუკუნეებგამოვლილი სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით ერთიან, ძლიერ საქართველოში”, – წერია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.