18 საათზე არჩილ თალაკვაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე მმართველი გუნდი ოპოზიციასთან სამუშაო შეხვედრისთვის ემზადება. კონკრეტული თარიღი სავარაუდოდ დღეს, “ქართული ოცნების” საგანგებო ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

განცხადებას 18 საათზე უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გააკეთებს. ჯერჯერობით უცნობია, რა დათმობებზე წავა მმართველი გუნდი, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ოპოზიცია კვლავ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მოითხოვს.

საპარლამენტო არჩევნების ბარიერის გარეშე შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხს კი ოპოზიციის ნაწილი კონსენსუსის შექმნის ილუზიასა და პოლიტიკურ სატყუარას უწოდებს.