“საქართველოვ, გვახსოვს! გავუშვათ პუტინი ჰააგაში“-აქცია პეტერბურგში (ფოტოები)

პეტერბურგში, ნევსკის გამზირზე აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. 500-მდე ადამიანი ტრანსფარანტებით საქართველოს მხარდასაჭერად გავიდა. მათ უკრაინის 2014 წლის 10 აგვისტოც გაიხსენეს.

აქცია სიმბოლურად ხელმოწერებით დაიწყო. მოქამაქეებმა ხელი მოაწერეს „უწყებას“ პუტინისა და მედვედევის სააგის სასამართლოში გაწვევის თაობაზე, რადგან აქციის მონაწილეები სწორედ მათ მიიჩნევენ საქართველოსა და უკრაინაში მთავარ დამნაშავეებად.

აქციაზე იყვნენ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებიც.

აქციის შემდეგ მოქალაქეებმა გააკეთეს პიკეტი-არა ომს!