ყაზახეთი: ტბის დაბრუნება მოიხსენიო „რუსეთის საჩუქრად“ არაკორექტულია!

რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე სადემარკაციო პროცედურების დასრულების შემდეგ ტბა „სლადკოე“ რუსეთმა ყაზახეთს გადასცა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება და სთხოვა ყველას, რომ ნუ დაარქმევენ ამ პროცესს „რუსეთის საჩუქარს“, რადგან ტბის და წყალვარდნილის უმეტესი ნაწილი ისტორიულად სწორედ ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

-„ტბის გადმოცემის „საჩუქრად“ გასაღება არაკორექტულია, რადგან ის ისტორიულად ყაზახეთს ეკუთვნოდა და 2005 წელს საზღვრის დემარკაციის დროს მოხვდა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამადაც რჩება კიდევ რამდენიმე ტბა, მათ შორის „მარილიანი“, „მწარე“, „მრგვალი ტბა“ და კიდევ  სხვა“-განუცხადა Tengrinews ყაზახეთის მხარემ.

ტბა ნოვოსიბირსკის ოლქის კუბინსკის რაიონში მდებარეობს.