დღეს ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ

„დემოკრატიული მოძრაობა“ და „თავისუფალი საქართველო“ დღეს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიან კანდიდატებს დაასახელებენ.

მათ ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა წარადგენენ. ამ თემაზე ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო – თუმცა „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივაზე ამ ეტაპზე მზადყოფნა მხოლოდ ბურჯანაძის პარტიამ გამოთქვა.

პარტიების ერთიანი კანდიდატები 12:00 საათზე ჩანიშნულ ბრიფინგზე დასახელდებიან.