ყურადღება! 15 სექტემბრამდე ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სატრანსპორტო მარშუტი შეიცვლება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

-„კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს ავლაბრის მეტროდან (ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ა. ზურაბიშვილის ქუჩების ) ჯორჯ ბუშის ქუჩამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს.

ამ პერიოდში, დროებით იცვლება N127 მიკროავტობუსის მარშრუტი. N127 მიკროავტობუსი ქეთევან წამებულის ქუჩიდან ზურაბაშვილის ქუჩას გუთნისა და თელავის ქუჩების გავლით დაუკავშირდება“